დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამით,  ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე 500 ტ ლურჯი მოცვი გავა - მიხეილ ხიდურელი

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე 500 ტ ლურჯი მოცვი გავა - მიხეილ ხიდურელი

09-07-2024 13:50:00

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტ ლურჯი მოცვი გავა. პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ. 

სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოხდა უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ლურჯი მოცვის ექსპორტის განხორციელება, ჯამში, დაახლოებით 500 ტონის, რომლის ნაწილიც უკვე გავიდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე.

მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა გაგრძელდება სხვა მიმართულებებითაც. „ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ. ეს არის კარგი შესაძლებლობა, მოიძიონ სტრატეგიული პარტნიორი და ხელსაყრელი კონტრაქტიც გააფორმონ. ვფიქრობ, ასეთი კონკრეტული, წერტილოვანი ჩართულობებით შესაძლებელია სერიოზული შედეგის მიღწევა ქვეყნის ექსპორტის სტატისტიკაში," - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა.     

აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისათვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.

რაც შეეხება პროგრამას, ის მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველების იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას. 2022 – 23 წლებში სააგენტო თანამშრომლობდა ადგილობრივ აგროსექტორთან, 2024 წლიდან კი მისი სამიზნე სექტორებია: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები