კომპანია „შაინ ენერჯი“, რომელიც მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს, საქართველოს ბანკთან ერთობლივი თანამშრომლობით ქმნის შესაძლებლობას, რომ ბიზნეს მომხმარებლებმა მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის 18%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ.
„მზის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბიზნეს პარტნიორებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით, რომლის ფარგლებშიც უფასო პროექტირებასთან ერთად, მშენებლობის ნაწილში მიიღებენ 5-18 % - იან ფასდაკლებას“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია.
შეთავაზებაში შედის:
„უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, SHINE ENERGY-ს მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, - აცხადებენ კომპანიაში.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე.
უახლესი