დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 კერძო სკოლა ბრუნვის მიხედვით - ვინ არიან მფლობელები

TOP 5 კერძო სკოლა ბრუნვის მიხედვით - ვინ არიან მფლობელები

14-09-2024 02:00:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა: 

  • შპს ახალი სკოლა; 
  • შპს ბრიტანულ ქართული აკადემია;
  • შპს ევროპული სკოლა;
  • შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა;
  • შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა;

ვინ არიან კერძო სკოლების მფლობელები:

შპს ახალი სკოლა - 1998 წელს დაფუძნდა, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს: წილის მმართველი ირაკლი თოფურია, 50%; მარინა ჟღენტი -50%. მმაღთველი ორგანოა საერთო კრება. 

შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - 2021 წელს დაფუძნდა, მფლობელები:ნათია ჯანაშია - დირექტორი და 30%-ის მფლობელი, შპს საქართველოს განათლების ჯგუფი - 70%;

შპს ევროპული სკოლა - 2006 წელს დაფუძნდა. ბიზნესის 100%-ს თეა ჭეიშვილი ფლობს. სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გელა ბეჟუაშვილი. 

შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - 2019 წელს დაფუძნდა. ბიზნესის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია ფლობს;

შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - 2016 წელს დაფუძნდა. სკოლას 6 მფლობელი ჰყავს: იოსებ ხუციშვილი -22.5%; გრიგოლ ბულია - 22.5% ; მინდია საბანაძე -  25%; მიხეილ ბატიაშვილი-  5%; ირაკლი თევდორაშვილი - 18.75%; ზაზა ბუაძე - 6.25%.

იგივე თემაზე: 

TOP -10 კერძო სკოლა შემოსავლის მიხედვით

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები