თურქულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა TOGG-მა სოციალურ ქსელში X სედანის კლასის ახალი მოდელის სარეკლამო ვიდეო გაავრცელა.
მოსალოდნელია, რომ T10S სერიის ელექტრომობილის წარდგენა სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუ CES 2024-ზე მოხდება, რომელიც ლას-ვეგასში 9-12 იანვარს გაიმართება.
გამოქვეყნებულმა ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ სედანი ამ კატეგორიის მანქანების ერთგვარი „ფასტბეკია“(დახრილი უკანა ნაწილი).
ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ TOGG-ის სედანის მოდელის პრეზენტაცია 2024 წლის ბოლოს მოხდება, ხოლო წარმოება 2025 წელს დაიწყება.
უახლესი