დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქული ლირა ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

24-06-2023 09:30:01

თურქული ლირა ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - პარასკევს დოლარის ფასი პირველად 25 ლირას აჭარბებდა. დღეს მაქსიმუმზე $1 თითქმის 25,5 თურქული ლირა ღირდა, რაც 0,6 ლარით მეტია გუშინდელს კურსთან შედარებით.

ეს არის რეაქცია ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომ განაკვეთი მხოლოდ 15%-მდე გაზარდოს.

„თავის მხრივ, თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა შეაჩერეს სავალუტო ინტერვენცია ლირის მხარდასაჭერად“, - წერს „ბლუმბერგი“. 

ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თურქეთის ახალი ეკონომიკური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი და ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზე გეიე ერკანი, სერიოზულად არიან განწყობილნი, რათა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია შეზღუდონ.

მანამდე, სახელმწიფო ბანკები რეგულარულად ყიდდნენ ვალუტას, რათა შეეკავებინათ ლირას ვარდნა. მათ ინტერვენციები შეაჩერეს მაისის ბოლოს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელახალი არჩევის შემდეგ, მაგრამ 8 ივნისს ისევ განაახლეს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები