დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყლის 60 სიტყვის ამბავი

წყლის 60 სიტყვის ამბავი

25-11-2023 18:04:20

იმერსიული მოძრაობისა და ხელოვნების ვორქშოპი 

8-12 წლის ბავშვებისთვის

2 საათიანი სემინარის განმავლობაში წყლის ყოველდღიური მოხმარება და მნიშვნელობა კრეატიულობაში და თამაშში გარდაიქმნება. ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას და საცეკვაო ვარჯიშებს და ვიფიქრებთ სუფთა წყაროების, მდინარეების და სუფთა ოკეანეების საჭიროებაზე; ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს გააცნობიერონ და იზრუნონ ჩვენი წყლის სისუფთავეზე და იმუშაონ ამ ძვირფასი რესურსის უფრო დიდ დაფასებაზე.

შემდეგ ჩვენ შევისწავლით წყლის საოცრებებს, როგორც ხელოვნების შექმნის მასალას - ერთობლივად ვიმუშავებთ აკვარელის ნახატებზე, სადაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ "გააზიარონ სივრცე" და იმუშაონ მცირე ჯგუფებში. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სემინარს მოკლე მედიტაციით, უსმენთ წყლის მდიდარ ხმოვან პეიზაჟებს მთელი მსოფლიოდან.

წამყვანები:

ჰანა ლოვენთალი არის „5 რიტმის“ (5Rhythms® Waves & Heartbeat) სერტიფიცირებული მასწავლებელი. მან ტრენინგი გაბრიელ როტთან 2010 წელს გაიარა, პარალელურად მუშაობდა Remix Dance Company-ში კეიპტაუნში. მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს თეატრებში, სკოლებში და ინსტიტუტებში როგორც სამხრეთ აფრიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჰანასთან შეხვედრა ბავშვებისთვის იქნება დაუვიწყარი დღე, რადგან ჰანას ნახვა, თუ როგორ გამოხატავს და გადმოსცემს ის მოძრაობით და ცეკვით სათქმელს, ბავშვებისთვის იქნება აღმაფრთოვანებელი და შთაგონების წყარო. 

ჰანას საოცარი უნარი აქვს, სხეულზე დაკვირვებით მიხვდეს ადამიანის ბუნებას და დაეხმაროს მას გახდეს უფრო მოქნილი და მსუბუქი, რაც თავისთავად აისახება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თაკო მეგრელიშვილი, “5Rhythms” teacher in Training (5Rhythms® Waves ) ამჟამად გადის 5 რიტმის მასწავლებლის ტრენინგს და 2024 წლიდან იქნება 5 რიტმის სერტიფიცირებული მასწავლებელი საქართველოში. 

“ჩემთვის მოძრაობა და ცეკვა ჩემი მშობლიური ენაა. ყოველი ცეკვის დროს ვიზრდები, ვსწავლობ და ვგრძნობ სიხარულს, რომ ვიპოვე ჩემი ცეკვა, რომელიც ასე მაბედნიერებს და მიყვარს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ბილეთების შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შესაძლებელია მხოლოდ SOLO | VISA ბარათის მფლობელთათვის.

 

ეს არის ოჯახური ღონისძიება, მშობლები ესწრებიან უფასოდ 

დრეს კოდი: ცისფერი/ლურჯი 

გაითვალისწინეთ! ღონისძიების დროს მონაწილეები იხდიან ფეხზე.

 

 

ლოკაცია:

მეექვსე საავტორო სკოლა (სააქტო დარბაზი)

მისამართი: ლადო ასათინის, 28

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები