დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 1,6%-ით გაიზარდა

წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 1,6%-ით გაიზარდა

01-09-2023 12:09:37

რუსეთის მშპ 2023 წლის პირველ ნახევარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. 

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში მშპ წლიური კუთხით 1,4%-ით გაიზრდებოდა. 

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე პროგნოზით 2023 წელს რუსეთის მშპ 1,2%-ით გაიზრდება. თუმცა უწყება განახლებულ პროგნოზს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს მიაჩნია, რომ მშპ-ის ზრდა წელს 1,5-2,5% იქნება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები