დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი რასაც პორტუგალიაში ვყიდით და ვყიდულობთ

TOP-5 პროდუქტი რასაც პორტუგალიაში ვყიდით და ვყიდულობთ

03-11-2023 10:00:43

პორტუგალიიდან იმპორტი 38.5%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პორტუგალიიდან საქართველოში 15,482.95 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11,177.39 ათასი დოლარის.

ბოლო რამდენიმე წელი პორტუგალიიდან იმპორტი მზარდ ტრენდზეა. 2022 წელს ზრდა 43%-ია.

მიმდინარე წლის სტატისტიკით პორტუგალიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი აგლომერირებული კორპია, რომელზედაც იმპორტის 25%-ი მოდის. მეორე ადგილზე, 17%-იანი წილით, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო პორტუგალიიდან ყიდულობს:

  • აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 3,852.93 ათასი დოლარი,
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 2,681.01 ათასი დოლარი,
  •  ნაწარმი ნატურალური კორპისა - 2,174.54 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,228.46 ათასი დოლარი,
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 570.97 ათასი დოლარი.

191%-იან ზრდას აჩვენებს პორტუგალიაში ექსპორტი. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში საქართველომ 3,387.53 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,165.22 ათასი დოლარის. 2022 წელს კი 2021 წელთან შედარებით საქართველოდან პორტუგალიაში ექსპორტი 144%-იან ზრდას აჩვენებს.

2023 წლის მონაცემებით, პორტუგალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფანერა  იყო, რომელზეც ექსპორტის 57%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო პორტუგალიაში ყიდის:

  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,936.73 ათასი დოლარი,
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 1,032.72 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 135.33 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 93.55 ათასი დოლარი,
  • აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 47.57 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები