საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის III კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი და ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდა. საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა. BAG ინდექსის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ეროვნული ვალუტის ცვლილებას არ ელის. 64%-ის აზრით მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, 28% გაუფასურებას ელის, 8%-ის აზრით კი კურსი გამყარდება. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 40%-ით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინი ქონდათ. ასევე, II კვარტალთან შედარებით, 41 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან. BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა