საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად, მნიშვნელოვნად, 12.7%-ით შემცირდა და 437.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 4.4%-იანი კლების შემდეგ.
იმპორტი წლიურად 11.3%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 14.7%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 27.8%-ით გაიზარდა და 925.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
2024 წლის აპრილში მანქანები (-27.5% წ/წ), ღვინო (+94.1% წ/წ), სპირტი (+64.8% წ/წ), მინერალური წყალი (+11.1% წ/წ) და გაზირებული წყალი (-2.3% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი.
ამასთან, ექსპორტის 6.9% ევროკავშირზე მოდიოდა (-60.0% წ/წ), 72.6% დსთ-ზე (-2.9% წ/წ) და 20.5% სხვა ქვეყნებზე (-8.5% წ/წ).
2024 წლის აპრილში ტოპ-5 იმპორტი:
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
უახლესი