დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტენე საქართველოში უსადენო სატენების წარმოებას იწყებს

ტენე საქართველოში უსადენო სატენების წარმოებას იწყებს

24-09-2023 09:11:08

ტენე 2024 წლიდან საქართველოში უსადენო სატენების წარმოებას იწყებს.

22 სექტემბერს ქალაქ შენჟენში ტენესა და კომპანია Lianxing Technology-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხდვითაც ჩინური კომპანია იღებს ვალდებულებას წლის ბოლომდე მოახდინოს მისი ერთ-ერთი საწარმოო ხაზის ტენეს ახალი პროდუქტის - ტენე მაგნიტის დიზაინის მიხედვით გადაიარაღება.

Lianxiang Technology ასევე იღებს ვადლებულებას 2024 წლის დასაწყისიდან კომპანია ტენეს მიაწოდოს მაგნიტური სამაგრის დასამზადებლად საჭირო ელექტონული კომპონენტები.

პლასტმასის კორპუსის და პლასტმასის სხვა დეტალების ჩამოსხმა მოხდება მეორადი პლასტმასისგან ტენეს ქარხანაში უკვე არსებულ დანადგარებზე.

ამისთვის საჭირო ყალიბებს კი დეკემბერში მოგვაწვდის ყალიბების მწარმოებელი ჩინური კომპანია Shenzhen Omkbox Co. Limited

ორივე კომპანიას აქვს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ამერიკისა და ევროპის ბაზარზე პროდუქტების მიწოდების.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები