Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-ს Coca-Cola Bottlers Georgia-ში განუცხადეს, „მთის“ წყლის ახალი ქარხნის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.
„მთავარი სიახლე რაც გვაქვს, გარდა ახალი შეფუთვისა არის ის, რომ წყალში არ შედის ბრომატი, რაც შეფუთვაზეც არის დატანილი.
ეს არის ის უმნიშვნელოვანესი სიახლე და ინვესტიცია, რაც კომპანიამ მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით განახორციელა“, - განმარტავენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში.
უახლესი