10 დეკემბერს,18:00 სთ-ზე, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოკლორული ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი გაიმართება!
2022 წელს თბილისის საკრებულოსა და მერიის თანადგომით თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი დაარსდა, რომელმაც 700 მდე ბავშვი ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შესასრულებლად ქარვასლის დიდ დარბაზში გააერთიანა.
ფესტივალის დააარსების მიზანი, თბილისში არსებული დამოუკიდებელი (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი) შემოქმედებითი კოლექტივებს ხელშეწყობა და მათი წახალისება იყო.
წელს ფესტივალის ფარგლებში 2 კონცერტი გაიმართება, პირველი კონცერტი 9 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, რომელშიც გასული წლის მონაწილე 10 გამორჩეული ანამბლი მიიღებს მონაწილეობას და დაჯილდოვდება.
10 დეკემბერს კი ახალი მონაწილე გუნდების ჩართულობით ფესტივალი სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაგრძელდება.
წლევანდელ ფესტივალზე, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შემსრულებელი ანსამბლების გარდა თბილისის ისტორიისთვის დამახასიათებელი ეთნიკური ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში თითოეულ ახალ მონაწილე მუსიკალურ ჯგუფზე მცირე დოკუმენტური სიუჟეტი იქნება გადაღებული.
თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის ფარგლებში, პირველად თბილისისა და ჩეხეთის ბავშვთა ფესტივალებს შორის გაფორმდება ურთიერთ თანამშორმლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისის ანსამბლები ჩეხეთის ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალს ჰყავს ჟიური, რომელიც საინტერესო და პროფესიულ რჩევებს აძლევს მონაწილეებს.
ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დაწყების დრო: 18:00 სთ
https://www.facebook.com/profile.php?id=100086683387785
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი