დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მერია გასტრონომიულ ფესტივალს ,,გაუსინჯე თბილისს გემო" იწყებს

თბილისის მერია გასტრონომიულ ფესტივალს ,,გაუსინჯე თბილისს გემო" იწყებს

18-10-2023 14:00:11

დედა ენის ბაღში 21-22 და 28-29 ოქტომბერს „სტრიტ ფუდ ბაზარი” გაიმართება.  ორგანიზაცია „გაუსინჯე თბილისს გემო“ ღონისძიების ორგანიზატორია.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა Business Insider Georgia- თან აღნიშნა, ღონისძიების სტუმრებს ბაზრობაზე მრავალი ახალი და საინტერესო გემო ელოდება. აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, ღვინისა თუ ლუდის დაგემოვნება. გასტრონომიული ფესტივალი Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო პირველად 2019 წელს ჩატარდა.

,,ყველა ქალაქს თავისი გემო აქვს, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად თბილისის გემო გვიყვარს - მრავალფეროვანი, უნიკალური, ეკლექტური, ძველისა და ახლის ნაზავით დაბალანსებული და ყოველთვის დასამახსოვრებელი. რაც შეეხება  სტრიტ ფუდ ფესტივალებს, ეს არის სივრცე ახალი იდეებისთვის და წამოწყებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბიზნესის დაწყების ადგილი გახდა. არაერთმა მზარეულმა და გუნდა სწორედ ჩვენს ფესტივალზე სცადა პირველად ბედი.

წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან დებიუტანტები, ვინც პირველად ცდის ბედს სტრიტ ფუდ ფესტივალზე. ,,ქართული სტრიტ ფუდი“ იყო ის კონცეფცია, რითაც მივანიჭეთ უპირატესობა მონაწილეებს. ავარჩიეთ ყველასგან გამორჩეული, ინოვაციური, სხვებისთვის შთამაგონებელი მზარეულები, გუნდები და ახლადგახსნილი ობიექტები. „სტრიტ ფუდ ბაზარზე“, გარდა კულინარიისა, წარმოდგენილი იქნება მუსიკა, გასართობები ბავშვებისთვის, მცირე მეწარმეების მიერ შენთვის შექმნილი ათასგვარი ნივთი, ემოცია თუ ურთიერთობები. ფესტივალის მიზანია სტრიტ ფუდ კულტურის და გასტრონომიის განვითარება საქართველოში, და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესების თუ ინდივიდუალური მზარეულების ხელშეწყობა“, - ამბობს Taste Tbilisi- ის წარმომადგენელი.

წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ღონისძიებისთვის სიახლე არის ახალი რესტორნები და კერძები, ასევე იზრდება ფესტივალის მასშტაბი.

Taste Tbilisi - Fall23 -ზე სპეციალური ვეგეტარიანული სივრცე დაემატება, სადაც სხვადასხვა მცენარეულ სტრიტ ფუდ კერძები იქნება წარმოდგენილი: toptheshaker, დიფი, სავანა და Jekuna. შეგახსენებთ, რომ  ,,გაუსინჯე თბილისს გემო“ ყოველ წელს ტარდება. ფესტივალის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, პეპსი, ბორჯომი, FAO Georgia.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები