დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით, ხოლო ცენტრში 2%-ით გაძვირდა

თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით, ხოლო ცენტრში 2%-ით გაძვირდა

11-03-2024 15:00:00

2024 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,546 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 5%-ით, 227 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

თებერვალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის თებერვალში შედარებით მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული.

თბილისში, თებერვალში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები