24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ “ამირანში”.
წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან : ბენუა ვოლნე ( საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი( გერმანია), დოვერ ქოსაშვილი(ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი «პრომეთე.“
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ევროპული კინოს თვეს უერთდება. კინოფესტივალის ინიციატივით, ნაჩვენები იქნება ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილი შვიდი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კინოსეანსები, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, «კავეა გალერიაში» გაიმართება.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვერიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.
თბილისის 24-ე სართაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსპორია- თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი, სასტუმრო რუმსი, ბადაგონი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი