მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას ცხოვრების დონის გაუმჯობესება ვერ მოჰყვა. მეტიც, სპეციალისტების შეფასებით, რაოდენობრივად ბევრი მოქალაქისთვის არ არ შეცვლილა მდგომარეობა, ხოლო ღარიბი ფენისთვის მაღალი ინფლაციის გამო ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. ~
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს.
„შემოსავლების ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ცხოვრების გაუმჯობესებას. ინფლაციური სიტუაციაც უნდა გავითვალისწინოთ, ბოლო პერიოდში მარტში ინფლაცია 2,7% იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის მაინც მძიმე წნეხია.
აღსანიშნავია ისიც, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, შემოსავალი რის ხარჯზე გაიზარდა, რა კატეგორია არ გაეზარდა ან ნაკლებად გაეზარდა, ამიტომ ასეთი გასაშუალოებული მონაცემი ზუსტ სურათს ვერ მოგვცემს. სინამდვილეში ბევრი მოქალაქისთვის არ გაუმჯობესებულა ცხოვრების პირობები, ხოლო რაც ღარიბია მოქალაქე უფრო მეტად გაუძვირდა ცხოვრება", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა.
უახლესი