Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების კლუბი და მაღაზიაა, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და მრავალფეროვანი არჩევანით დიდ ინტერესს იწვევს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია, თუმცა გამოყოფს 3 სახეობის თამაშს - Catan, Avalon და Diit -ი, რომელიც განსაკუთრებით ,,ვიქენდისთვის" არის მორგებული და ყველა ადამიანის გემოვნებას ითვალისწინებს.
,,წარმოდგენილი გვაქვს როგორც კლასიკური სამაგიდო, ასევე სტრატეგიული, ე.წ. როლური თამაშები – განვითარებაზე, ბლეფზე, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული, ე.წ. party games და ა.შ. ყველაზე მეტად ითხოვენ თამაშს, რომელიც მარტივია და ადვილად გასაგები, სადაც თამაში შესაძლებელია ოჯახის ყველა წევრთან ერთად. განსაკუთრებით ვურჩევ თამაშებს, როგორიცაა Catan, Avalon და Diit -ი. წესების გაგება ასე თუ ისე იოლია, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება. განსაკუთრებით გამოვყოფ ,,კატანის", რომელიც მომხმარებლების 90% -ს მოსწონს და სიამოვნებით თამაშობს. 90% ,,კატანია".
ჩვენი მოქალაქეების სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად უქმე დღეებში არიან ჩართული. ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, რაც საშუალებას იძლევა ოჯახების წევრებთან და მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ დრო და გაერთონ", - ამბობს ბონდო ლომიძე.
რაც შეეხება Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების ფასს, საშუალოდ 40-დან 100 ლარამდეა. Board Games Corner-ის დამფუძნებელი ამბობს, სამაგიდო თამაშების კულტურა ახლა ვითარდება საქართველოში და ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული ხდება. მათ შორის მოსწავლეებსა და სტუდენტებში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი