დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის ბაზარზე ექსპორტი 40%-მდე გავზარდეთ - „ალტერსოქსი“

ევროპის ბაზარზე ექსპორტი 40%-მდე გავზარდეთ - „ალტერსოქსი“

04-12-2023 19:00:00

საექსპორტო გაყიდვებს ვზრდით, 2024 წელს იტალიაში უფრო მეტი პროდუქცია გავყიდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა განუცხადა.

 „ალტერსოქსის ბრენდით იყიდება წინდები იტალიის შემდეგ ქალაქებში: პიზა, ლუკა, ვენეცია, ლორენცია. ასევე გავაფართოვეთ გაყიდვების არეალი საფრანგეთში. დავამზადეთ წინდები კანის და სხვა ქალაქების პრინტებით. ასევე სტაბილური გაყიდვები გვაქვს გერმანიაში, სადაც გაყიდვების წყაროა გერმანული ამაზონი, სადაც აქტივობა მაღალია და დადებითი გამოხმაურება ფიქსირდება“, - ამბობს რეზი ბესელაშვილი.

ასვე უკვე მეორე წელია „ალტერსოქსი“ პორშეს წარმომადგენლობისთვის ამზადებს ბრენდირებულ წინდებს.

 „შვეიცარიაში სხვა პარტნიორებიც გვყავს, მათ შორის ძველი ლუდსახარში, ასევე შვეიცარიასა და ესპანეთში მოქმედ კომპანია „ტერავინას“ შეკვეთებზე ვმუშაობთ. ევროპის ბაზარზე ექსპორტი 40-მდე გავზარდეთ“, - ამბობს მეწარმე. 

„ალტერსოქსის“ თანამფლობელი ამბობს, რომ საცალო გაყიდვები შეუმცირდათ თუმცა B2B-ის მიმართულება გაზრდილია.

 კომპანია 4 ფილიალს ფლობს თბილისში და ერთს ბათუმში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები