დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია - კახა კალაძე

რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია - კახა კალაძე

04-12-2024 17:15:00

„ოპოზიციონერები თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ როდესაც „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა ხორციელდება, ხმას არ იღებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ  აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ვანდალიზმით არიან დაკავებული. პოლიციელების მისამართით პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიან. ესვრიან მათ მძიმე საგნებს, იყენებენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება.

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. შეუძლებელია ნორმალურმა და გონიერმა ადამიანმა ძალადობა წაახალისოს. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და განცხადებები, თუ რას ამბობდნენ ოპოზიციონერი რადიკალები, სოცმედიასა თუ ტელეეთერებში. ძალადობაზე აღშფოთებას გამოხატავდნენ, თუმცა, მაგალითად, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ან „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ როცა ზეწოლა და ძალადობა ხორციელდებოდა, ხმას არ იღებდნენ. ისინი ჩვეულებრივი მოძალადეები, ბოროტები და ყველაფრის მკადრებლები არიან. გახსოვთ, ერთმა ახალგაზრდამ „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლა პოლიციელებს, ისინი გამოდიოდნენ და დაგმობის ნაცვლად, ახალისებდნენ. გმირად უნდოდათ ის ახალგაზრდა შეერაცხათ. შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ საოცრება გააკეთა, ადგა და შეიწყალა ეს ადამიანი,  რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელებს. თუნდაც ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად რომ მიუვარდა და ზურგიდან ჩაარტყა, მაშინაც ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ყველა ის განცხადება, რასაც ვისმენდით, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია. როგორ შეიძლება მათი რამე ირწმუნო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო, როგორც პოლიციელებს, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“.

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები