დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 31.9 წლამდე გაიზარდა

ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 31.9 წლამდე გაიზარდა

31-12-2023 17:50:00

საქსტატის ინფორმაციით, რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა. როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2013 წელს 27.4-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს კი 31.9 წელს.

რაც შეეხება კაცების ქორწინების საშუალო ასაკს, შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.9 და 34.4 წელი შეადგინა.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე
წლებიდან, საქართველოს მოსახლეობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა ფართომასშტაბიანი მიგრაციული პროცესების შედეგად. ამას მოჰყვა სიკვდილიანობის და შობადობის მკვეთრი შემცირება.

„ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2002 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში, 15.3 პროცენტიდან 19.4 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი 10.9 პროცენტიდან 12.6 პროცენტამდე არის გაზრდილი“, - განმარტავენ საქსტატში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები