აპრილში, მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 569 832 ერთეული შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 0.05%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო წლიურ ჭრილში 31%-იან კლებას.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათების 25%-ი ანუ 142 642 VISA-ზე მოდის, ხოლო 16%-ი კი Mastercard-ზე (EC/MC).
აპრილის ბოლოსთვის Mastercard-ის აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 93 269 ერთეული შეადინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აპრილში მარტთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-ითაა გაზრდილი. მარტის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 473 387 ერთეულს შეადგენდა.
წლიურ ჭრილში კი აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 19%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის აპრილის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 6 307 190 ერთეულს შეადგენდა.
უახლესი