საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 68 ერთეული მიწის ნაკვეთი, 39 ფიზიკურ პირს და 3 კომპანიას დროებით სარგებლობაში გადაეცა.
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ასპინძის, ახალქალაქის, საგარეჯოს, თელავის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, დმანისის, მარნეულის, ნინოწმინდას მუნიციპალიტეტებში მდებარე 68 ერთეული მიწინ ნაკვეთი, ჯამში 5 362 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებით განსაზღვრული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 155 პირს, 223 ერთეული, ჯამში 17 904 ჰა. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) კატეგორიის მიწის ნაკვეთი, პირდაპირი ფორმით, იჯარის უფლებით, 3 წ. ვადით დროებით სარგებლობაში გადაეცა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც შერჩეული საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან მის მეპაიეს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
უახლესი