დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ბაგების სატყეო უბანში 1078 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის

სახელმწიფო ბაგების სატყეო უბანში 1078 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის

18-07-2024 16:52:00

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, ბაგების სატყეო უბანში 1078.00 კვ/მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. როგორც eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ობიექტის საწყისი ღირებულება 800 000 ლარია, ხოლო აუქციონი 31 ივლისსა ჩანიშნული. 

არსებული შეთავაზების მიხედვით გამოდის, რომ 1 კვ/მ მიწის საწყისი ფასი 742 ლარია.

საპრივატიზებო  ობიექტზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები.

საპრივატიზაციო პირობებში წერია, რომ მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად იუსტიციის სახლის  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები