დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში შესაძლოა, საწვავი კიდევ გაძვირდეს თუმცა, დეფიციტი არ იქნება - ვახტანგ იობაშვილი

საქართველოში შესაძლოა, საწვავი კიდევ გაძვირდეს თუმცა, დეფიციტი არ იქნება - ვახტანგ იობაშვილი

24-09-2023 23:45:37

საქართველოში შესაძლოა, საწვავი კიდევ გაძვირდეს თუმცა, დეფიციტი არ იქნება, - ამის შესახებ Business Insider Geoprgia-ს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა. 

ამასთან, იობაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში საქართველოში საწვავი კიდევ 10 თეთრი გაძვირდეს. 

რუსეთი, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია 21 სექტემბერს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. სექტემბრის მონაცემებით, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა. 

„რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; ეს გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა. ბუნებრივია, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე  გავლენა ექნება, თუმცა დეფიციტი არ შეიქმნება და ნავთობიმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან“, - ამბობს იობაშვილი.

რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე რეაქცია უკვე მოჰყვა და ქსელში რამდენიმე კომპანიამ რეგულარისა და პრემიუმის საწვავი უკვე გააძვირა. 

ყველაზე ძვირი რეგულარის ტიპის საწვავი  (3,07 ლარი) „გალფის“ ქსელშია. რომპეტროლში ევრო რეგულარი 2,90 ლარი ღირს, ხოლო ვისოლის ქსელში 2.97 ლარი.   

საქართველოში, ივლისში რუსეთიდან  91,118.32 ტონა $62,437.62 -ის ღირებულების ნავთობპროდუქტები იმპორტირდა. აგვისტოში კი იმპორტმა იკლო და 69,257.72 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც $ 51,700.94 ათასია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები