საქართველოში შაქრის იმპორტი 13%-ით შემცირდა. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 17,595.61 ათასი დოლარის 25,738.00 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ საზღვარგარეთი 29,437.05 ტონა შაქარი იყიდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოსთვის შაქრის ნომერ პირველი იმპორტიორი ბრაზილიაა. სწორედ ბრაზილიიდან შემოვიდა შაქრის საერთო იმპორტის 39%-ი. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ოთხ თვეში საქართველომ ბრაზილიიდან 10,000.00 ტონა შაქარი იყიდა.
მეორე ადგილზეა საფრანგეთი, რომელსაც შაქრის იმპორტში 26%-იანი ბაზრის მფლობელია. საფრანგეთიდან საქართველომ იანვარ-აპრილში სულ 6,579.28 ტონა შაქარი შემოიტანა.
მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 14%-იანი წილით.
ბოლო წლების სტატისტიკით შაქრის იმპორტის კუთხით რეკორდული 2018 წელი იყო საანგარიშო პერიოდში საქართველომ 162,772.08 ტონა შაქრის იმპორტი მოახდინა.
2022 წელს კი შაქრის იმპორტი 2021 წელთან 26%-ით გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანამ 151,762.75 ტონა შაქარი იყიდა, ხოლო 2021 წელს კი 120,696.38 ტონა.
უახლესი
4 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე6 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს6 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა