დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში, 2023 წელს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი - საქსტატი

საქართველოში, 2023 წელს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი - საქსტატი

27-06-2024 13:01:00

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 29 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 231.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 11.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (208.0 მილიონი კუბური მეტრი).

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 74.5%), რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.67 მილიონი ადამიანი).

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილი 2015-2023 წლებში (დიაგრამა №1).

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები