დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკმა, The Bank of New York Mellon  Corporation- თან პარტნიორობით, საკორესპონდენტო  ქსელი გააფართოვა

საქართველოს ბანკმა, The Bank of New York Mellon Corporation- თან პარტნიორობით, საკორესპონდენტო ქსელი გააფართოვა

01-03-2025 11:50:00

საქართველოს ბანკმა, მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, საკორესპონდენტო ურთიერთობების ქსელი გააფართოვა და პარტნიორობა The Bank of New York Mellon corporation-თან დაიწყო, რომელიც ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც  ნიუ-იორკში მდებარეობს.

აღნიშნული სტრატეგიული ნაბიჯით, საქართველოს ბანკი საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს აძლიერებს და მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო ეფექტიანად გაწევას უზრუნველყოფს.

The Bank of New York Mellon  Corporation -ის დამატება საქართველოს ბანკის ქსელში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ძალისხმევას, გავაძლიეროთ საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გავაუმჯობესოთ ეფექტიანობა ტრანზაქციების შესრულების კუთხით. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებას, რითაც ხელს ვუწყობთ მტკიცე და საიმედო ფინანსური კავშირების ქსელის ჩამოყალიბებას. რაც მთავარია, აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი მოქნილობა საერთაშორისო ტრანზაქციებში, შესაბამისად, მივაწოდოთ მათ უმაღლესი დონის ფინანსური სერვისები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ The Bank of New York Mellon  Corporation მესამე ამერიკული ბანკია საქართველოს ბანკის ქსელში.

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები