დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ისრაელში ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს

საქართველოდან ისრაელში ექსპორტი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს

09-05-2024 10:00:00

ისრაელში ექსპორტი 87%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ისრაელში 8,670.21 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4,648.33 ათასი დოლარის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ისრაელში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულების 53%-ი კვების მზა პროდუქტებზე და სასმელებზე მოდის. უფრო კონკრეტულად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება ისრაელში ექსპორტირებული პროდუქციის 31%-ს შეადგენს.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,694.25 ათასი დოლარი,
  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 857.01 ათასი დოლარი,
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 719.14 ათასი დოლარი,
  • ფეროშენადნობები - 427.68 ათასი დოლარი,
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 409.87 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, ისრაელიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის საერთო ღირებულება 8%-ითაა შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ისრაელიდან 3,585.67​ ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,883.52 ათასი დოლარის. საქსტატის მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქციაა, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 34%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელიდან ყიდულობს:

  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 472.42 ათასი დოლარი,
  • ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 382.00 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 378.82 ათასი დოლარი,
  • სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისაგან - 284.07  ათასი დოლარი,
  • ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული სხვა, რულონებად ან ფურცლებად - 276.07 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები