დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი კვლავ მაღალია

საქართველოდან ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი კვლავ მაღალია

21-08-2023 11:23:17

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ- ივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში

  • ევროკავშირის ქვეყნები - 12,5%;
  • დსთ-ის ქვეყნები - 63,4%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 24,1%;

ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • ევროკავშირის ქვეყნები - 24,0%;
  • დსთ-ის ქვეყნები- 23,4%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 52,6%;

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი).

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • სომხეთი - 13.8%;
  • აზერბაიჯანი - 13.5%;
  • რუსეთი - 11.6%;
  • ყაზახეთი - 9.9%;
  • ყირგიზეთი - 9.8%;
  • თურქეთი - 7.5%;
  • ჩინეთი - 6.8%;
  • ბულგარეთი - 4.3%
  • ესპანეთი - 2.0%;
  • უკრაინა - 1.6%;
  • დანარჩენი ქვეყნები -19.2%. 

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • თურქეთი - 16,7;
  • რუსეთი - 12.8%;
  • აშშ - 11,4%;
  • ჩინეთი-8,2%;
  • გერმანია - 6,1%;
  • აზერბაიჯანი -4,3%;
  • იაპონია - 3,4%;
  • სომხეთი -2,8%;
  • არაბთა გაერთ. საამიროები -2,5%;
  • იტალია - 2,5%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 29,3%. 

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები