ისრაელში ექსპორტი 6%-იან კლებას, ხოლო იმპორტი ასევე 2%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან ისრაელში 20,677.36 ათასი დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, მაშინ როდესაც 2022 წლის მაჩვენებლები 22,033.83 ათასი დოლარი იყო.
ისრაელში ექსპორტის მაჩვენებლებმა მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ისრაელში 36,529.89 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.
2023 წლის მაჩვენებლებით ისრაელში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის განკუთვნილი რადიოსატელეფონო გადამცემი აპარატურა იყო და მასზე ისრაელში ექსპორტის 16%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ ისრაელში შეიტანა
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საქართველომ ისრაელიდან 16,202.28 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, 2022 წელს კი 16,524.00 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 1,9%-ია.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ისრაელიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2009 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 70,862.48 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წლის მაჩვენებლებით, ისრაელიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კოსმეტიკური საშუალებები იყო.
TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ისრაელიდან ყიდულობს:
PS. ისრაელ-პლესტინის კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 4 თვე გავიდა. მოახდინა თუ არა კონფლიქტმა გავლენა საქართველო-ისრაელის სავაჭრო ურთიერთობებზე ამის პირდაპირი მტკიცებულება ამ დროისათვის არ არსებობს. თუმცა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო- ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით შემცირებულია. კლება უშუალოდ ომით არის განპირობებული თუ არა ძნელი სათქმელია, რადგან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები წლების მიხედვით მერყევი იყო.
უახლესი
52 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია