დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებით, ამნისტიის ერთჯერადი აქტი გამოიცემა

„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებით, ამნისტიის ერთჯერადი აქტი გამოიცემა

14-12-2023 09:09:18

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.

კანონპროექტით მოხდება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა.

აღნიშნული ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსს გარდამავალი ნორმა დაემატება.

„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა.

​მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირების ჯამური დავალიანება 2.8 მლნ. ლარს შეადგენს და ეს ის ლიცენზიანტები არიან, რომლებმაც გარკვეული მიზეზებით, მათ შორის, კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მოპოვება ვერ განახორციელეს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები