დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია დატვირთულობა და რა სერვისს სთავაზობს შემოდგომის სეზონზე „შატო კვირიკე“ სტუმრებს

როგორია დატვირთულობა და რა სერვისს სთავაზობს შემოდგომის სეზონზე „შატო კვირიკე“ სტუმრებს

10-11-2024 12:10:00

შემოდგომის სეზონზე ვიზიტორების კუთხით ქობულეთში დატვირთულობა დაბალია, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპლექსის „შატო კვირიკეს“ გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დატვირთვის ვარდნა აისახება „შატო კვირიკეზეც“, რადგან ოქტომბრიდან ქობულეთი საინტერესოა აღარ არის ტურისტებისთვის.

 „ამ სეზონზე მსურველებს ძირითადად ვთავაზობთ საქორწინო და საბანკეტო სერვისს.

ამ პერიოდში ადგილობრივები ნაკლებად გვსტუმრობენ. გვაქვს სააქციო ფასები შაბათ-კვირას. კერძოდ, სასტუმრო ოთახში განთავსების ფასი 200-ლარამდეა საუზმის ჩათვლით, კოტეჯის ღირებულება საუზმით 230 ლარია“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი. 

„შატო კვირიკეს“ შემოდგომის სეზონზე ძირითადად სტუმრობენ ვიზიტორები დსთ-ს ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. 

„რაც შეეხება ისრაელს, როგორც კი მწვავდება პოლიტიკური ვითარება მცირდება და ძირითადი ნაკადი“, - ამბობს „შატო კვირიკეს“ გენერალური მენეჯერი.

შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები