საქართველოში კივის იმპორტი 37%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 302.72 ათასი დოლარის ღირებულების 520.90 ტონა კივი იყიდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი იმპორტმა 826.74 ტონა კივი შეადგინა.
მიმდინარე წლის მაჩვენებლებით საქართველოში კივის იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა და აღნიშნული ჩამონათვალიდან ლიდერი ირანი იყო. ანუ ირანზე მოდის საქართველოში იმპორტირებული კივის 86%-ი.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ კივი იყიდა:
ირანი - 449.08 ტონა,
თურქეთი - 71.80 ტონა,
ნიდერლანდები - 0.02 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში კივის იმპორტმა წლიურ ჭრილში თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია. 2023 წელს ქვეყანამ 1,320.60 ათასი დოლარის ღირებულების 2,684.19 ტონა კივი იყიდა.
უახლესი
16 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა19 წუთის წინ
„ფრუტერამ“ ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო2 საათის წინ
საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები