ELT Group-მა სასტუმროში La Quinta by Wyndham Batumi, რომლის მშენებლობაც დეველოპერულმა კომპანიამ ახლახან დაასრულა, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს უმასპინძლა.
„მოხარული ვართ რომ გვქონდა საშუალება გვემასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის გენ. კონსულისთვის, დოქ. ადნან ალთაი ალთინორსისთვის, ჩვენს ახლად დასრულებულ სასტუმროში - La Quinta by Wyndham Batumi.
ეს არამარტო „იელთის“ წარმატებაა, არამედ სტუმარმასპინძლობის სექტორის აღიარებაც. უმსხვილეს ამერიკული ბრენდთან პარტნიორობით, რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება საქართველოში პირველი La Quinta by Wyndham Batumi.
გენერალური კონსული გაეცნო სასტუმროს და "იელთი კვარტლის" ინფრასტრუქტურას, ამასთანავე დასახულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მადლობა ბ-ნ ადნან ალთაი ალთინორსს, გამოხატული ინტერესისთვის და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი
12 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა15 წუთის წინ
„ფრუტერამ“ ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო1 საათის წინ
საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები