კახეთში, სოფელ შალაურში მდებარე განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსი „ქვევრები“ გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ქვევრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი როჩიკაშვილი ამბობს, ამ დროისთვის სასტუმროს ტერიტორიაზე სპა ზონისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
„ამ პროექტის ფარგლებში პირადი ინვესტიცია 150 ათასი აშშ დოლარია და მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარეობს“, - ამბობს „ქვევრების“ დამფუძნებელი.
გიორგი როჩიკაშვილის შეფასებით სასტუმროში შემოდგომის სეზონზე დატვირთულობა დაბალი იყო, ხოლო ზაფხულში საშუალო.
„ვიზიტორები ჩამოდიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აშშ-დან, ევროპიდან, კორეიდან, იაპონიდაან დაჩინეთიდან. ზამთრის სეზონისთვის ვგეგმავთ საახალწლო პროგრამას, ახლა ჩაეშვება სოლოს ფასდაკლების პროგრამა, რომელიც ძალაში იქნება გაზაფხულამდე“, - ამბობს გიორგი როჩიკაშვილი.
რაც შეეხება სასტუმროს ინფრასტრუქტურას, როგორც გიორგი როჩიკაშვილი განმარტავს, ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. განთავსებულია 20 ქვევრი-სასტუმრო ოთახი, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ოთახია, ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი გათბობით, რომლის პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი და კომფორტულია. პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.
უახლესი
2 საათის წინ
„კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს