საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა 3 ქვეყანა, სადაც საქართველოდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სატაცური გავიდა.
2023 წლის 9 თვეში საქართველოდან 43,3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სატაცურის ექსპორტი განხორციელდა.
ყველაზე მეტი სატაცური საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გავიდა და ექსპორტის ღირებულებამ 21,6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტში მეორეა რუსეთი, სადაც 16,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სატაცური გავიდა, ხოლო მესამეა სომხეთი (5.1 ათასი აშშ დოლარი).
ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს. წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. შედეგად, საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია.
უახლესი