დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 30 - 31 დეკემბერი

სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 30 - 31 დეკემბერი

30-12-2023 01:13:00

Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

 

 

ჯადოსნური ახალი 2024 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ის გრანდიოზულ Ballroom-ში

 

შეხვდით ჯადოსნურ ახალ 2024 წელს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ის გრანდიოზულ Ballroom-ში 

მოემზადეთ საღამოსთვის, სადაც ქართული ტრადიციული ელემენტები და თანამედროვე სტილი ერწყმის ერთმანეთს. 

 ისიამოვნეთ მსოფლიოში ცნობილი ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ საოცარი, თანამედროვე პროგრამით და იმოგზაურეთ საქართველოს ყველა კუთხეში 

 მუსიკალურად თქვენს განწყობაზე იზრუნებს საოცარი ქარიზმისა და ენერგიის, უნიჭიერესი შემსრულებელი თიკა ბალანჩინი ბენდ New One-თან ერთად 

 საღამოს გაუძღვება ლიკა ევგენიძე

 საახალწლო საღამოზე საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ და დატკბეთ ქართული ტრადიციული სამზარეულოს ყველაზე გემრიელი და განსაკუთრებული კერძებით. 

ღონისძიების დეტალები 

31 დეკემბერი, 21:00
მდებარეობა, Pullman Tbilisi Axis Towers - ბოლრუმი 
ბილეთის ფასი: 500 ლარი

6 წლამდე ბავშვებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, 6-12 წლამდე ბავშვებისთვის ღონისძიების საფასურია 250₾. 

ბილეთი მოიცავს:

• სუხიშვილებისა და თიკა ბალანჩინის არაჩვეულებრივ მუსიკალურ პროგრამას
• ქართულ მრავალფეროვან სუფრასა და სხვადსხვა სახეობის ულიმიტო ღვინოს 

ჯავნშნების მიღება დაწყებულია! 

 დაჯავშნეთ ახლავე 
ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ TKT.GE-ს
http://tkt.ge/NEWYEARBallroom
კითხვების შემთხვევაშ: pullmanevents.tbilisi@accor.com

 იჩქარეთ, რათა შეხვდეთ 2024 წელს დაუვიწყარ გარემოში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფრანგული ახალი წელი დიუმაში

 

თბილისის შთამბეჭდავი ხედებით გარშემოტყმული ფრანგული რესტორანი „დიუმა“ ახალი წლის ღამეს დაუვიწყარ ელეგანტურ საღამოს გპირდებათ.  

რესტორანი დიუმა Pullman Tbilisi Axis Towers-ის 36-ე სართულზე მდებარეობს, საიდანაც ახალი წლის ფეიერვერკის ნახვა განსაკუთრებული სანახაოობა, შესანიშნავი საღამოსა და მუსიკის ფონზე. 

საახალწლო დღესასწაულზე დაგხვდებათ ფრანგული ატმოსფერო, ფრანგული განსაკუთრებული და გამორჩეული კერძები ღვინის მრავალფეროვანი არჩევანით. 

 მუსიკალურად თქვენს განწყობაზე იზრუნებენ ყველასთვის საყვარელი და ცნობილი შემსრულებლები პიანისტი დავით ალადაშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე და ლუკა თოფურია Jazz Trio 

 ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, დავით ალადაშვილი, ამშვენებდა ისეთ ცნობილ სცენებს, როგორიცაა Carnegie Hall და Teatro alla Scala. 

 ქართველი მეცო-სოპრანო, ნატალია ქუთათელაძის ჯადოსნურ ხმას არაერთხელ დაუმშვენებია ისეთი პრესტიჟული დარბაზები, როგორიცაა Bayerische Staatsoper და Opéra National de Paris.

 ღონისძიების დეტალები 

31 დეკემბერი, 21:00
მდებარეობა: Pullman Tbilisi Axis Towers - დიუმას რესტორანი 36-ე სართული
ბილეთის ფასი: 450 ლარი

 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დასწრება უფასოა, 6-12 წლამდე ასაკისთვის კი ღირებულება მოიცავს 255 ლარს
ბილეთი მოიცავს:

• მსოფლიო დონის მუსიკალურ პროგრამას 
• 4 კერძის მენიუსგან შემდგარ ფრანგულ ვახშამსა და 1 ბოთლ ღვინოს;
• უნიკალური პრიზების მოგების შანსს
• ფეიერვერკების პანორამული ხედები თბილისის თავზე

 ბილეთები შეზღუდულია 

იჩქარეთ, ჯავნშნების მიღება დაწყებულია !
შეხვდი ახალ 2024 წელს ამაღლებული განწყობით. 

 ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ TKT.GE-ს
http://tkt.ge/NEWYEARDumas

კითხვების შემთხვევაში: pullmanevents.tbilisi@accor.com

 ახალი წელი თბილისის ყველაზე მაღალ SKY BAR-ში გრემის სამგზის ნომინანტ დიჯეი ტერი ჰანტერთან ერთად 

აღნიშნეთ ახალი წელი თბილისის ყველაზე მაღალ SKY BAR-ში გრემის სამგზის ნომინანტ დიჯეი ტერი ჰანტერთან ერთად 

ტერი ჰანტერს უმუშავია ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან Michael Jackson, Mary J. Blige, და Beyonce.
ნომირირებული იყო 2023 წლის გრემის ცერემონიალზე Beyonce-სთან ერთად, წლის საუკეთესო რემიქსისთვის, 2024 წელს კი იგივე ნომინაციაში Mariah Carey-სთან კოლაბორაციისთვის.

ქალაქის ყველაზე მაღალი და პრესტიჟული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, გიწვევთ დაუვიწყარ საახალწლო საღამოზე. მოემზადეთ ჯადოსნური ღამისთვისა და დაუვიწყარი გართობისთვის!

თქვენს განწყობაზე ასევე იზრუნებს მაიკ რობოქსი

ღონისძიების დეტალები 

31 დეკემბერი, 22:00
მდებარეობა: Sky Bar Weather Report, Pullman Tbilisi Axis Towers 37-ე სართული
ბილეთის ფასი: 
ადგილები მაგიდასთან: 450 ლარი
ფეხზე დასადგომი: 300 ლარი

ბილეთი მოიცავს:

• ხემსის დაფა და სამი საფირმო კოქტეილი, შექმნილი ჩვენი პროფესიონალი მიქსოლოგების მიერ
• ქალაქის ფეიერვერკის პანორამული ხედები

ბილეთები შეზღუდულია 
იყავი ამ სანახაობრივი ღამის ნაწილი!

დაჯავშნეთ ახლავე 
ადგილები შეზღუდულია! ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ TKT.GE-ს 
http://tkt.ge/NEWYEARWR

კითხვების შემთხვევაში:  pullmanevents.tbilisi@accor.com

31 December, New Year's Glitter Party at Basement წლის ყველაზე მხიარული დასაწყისი

 

და აი მოახლოვდა ყველასთვის საყვარელი დღესასწაული!

შემოგვიერთდით “ვაინნოთურ” წვეულებაზე  ერთად აღვნიშნოთ ახალი 2024 წელი! 

საახალწლო წვეულება დაიწყება საღამოს 11 საათზე, ცოცხალი მუსიკით და საახალწლო სიმღერებით საღამოს გაგვიმრავალფეროვნებს უსაყვარლესი დუეტი ნიკა და მარიამის შესრულებით  ცოცხალი მუსიკა გაგრძელდება 2 საათამდე 

გელოდებათ უგემრიელესი საახალწლო ვახშამი და რაღათქმაუნდა სპეციალურად შერჩეული ღვინო 
საახალწლო სუფრა ითვალისწინებს : 
- საცივი
- ფხალის ასორტი
- ყველის დაფა
- ხაჭაპური
- მწვადის ასორტი
- საახალწლო ტკბილეული : ჩურჩხელა და გოზინაყი 

ჩვენ შეგიქმნით საუკეთესო განწყობას ახალი წლის ერთად შესახვედრად და აღსანიშნად

ცოცხალი მუსიკის შემდეგ, საახალწლო ღამეს გააგრძელებს DJ, რომელიც უზრუნველყოფს რომ ყველა სტუმარმა ისე მოილხინოს, როგორც ძველი წლის გაცილებას და ახლის შეგებებას შეეფერება

ახალი წელი ზღაპრულ შუაგულში

შეხვდი ახალ წელს ზღაპრულ შუაგულში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად 

სტუმრების მიღება: 22:00 
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 23:00 
წამყვანი: ლადო ჯანელიძე
მომღერლები: ქეთი კვიცარიძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი 
დიჯეი: ნიკა ედიბერიძე 
გემრიელი ქართული სუფრა 
ღვინის მრავალფეროვანი მენიუ და საავტორო კოქტეილები 
გათამაშება და საჩუქრები - მთავარი პრიზი 2-კაციანი 5-დღიანი საგზური ბუდაპეშტში
ფოიერვერკი
ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა სურვილისამებრ 

ფასი - 1 პერსონა 220₾ (10% ფასდაკლება ჯგუფებზე)
6-დან 12 წლამდე ბავშვები 110₾
მინიმალური რაოდენობა მაგიდასთან 4 პერსონა

შუაგულის მთავარი დარბაზი

ჯავშნების მიღება დაიწყო 
596974949; 596994949 
info@shuaguli.ge

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები