დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჩუქრის 5 იდეა, თუ Secret Santa ხარ

საჩუქრის 5 იდეა, თუ Secret Santa ხარ

24-12-2023 15:18:00

გიზიარებთ ბლოგს:  ახალი წელი ბევრი მიზეზის გამო ითვლება გამორჩეულ დღესასწაულად, ერთ-ერთი კი საჩუქრის ჩუქების ტრადიციაა. ახალი წლის დადგომამდე ყველა ცდილობს, საყვარელი ადამიანის საახალწლო განწყობა საჩუქრით აამაღლოს. ყველასთვის საყვარელი თამაში კი Secret Santa-ა, რომელსაც მთელი წელი განსაკუთრებით ველით. სამსახურებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მეგობრებში, ოჯახში, ამას ყველგან თამაშობენ და ყველა მოწადინებულია, ადრესატს ისეთი რამ აჩუქოს, მაქსიმალურად გაახაროს.

იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერი ასეთი დატვირთული თვეა და ადამიანებიც, ვისი გახარებაც საჩუქრებით გვინდა, ბევრია, ხარჯიც საკმაოდ გვეზრდება. ამიტომ, ამ ბლოგში მოგიყვები საჩუქრის 5 იდეას, რომელიც გამორჩეულიც იქნება და ჩვეულებრივზე ნაკლებიც დაგიჯდება. როგორ? ამას ბლოგის შემდეგი ნაწილიდან გაიგებ.

PLUS ქულებს, ალბათ, აგროვებ – ეს ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ვიხდით საქართველოს ბანკის ბარათით, საქართველოს ბანკის ტერმინალზე, რათა დახარჯული თანხის ნაწილი ქულების სახით დავიბრუნოთ და შემდეგ სასურველ ნივთებში გადავცვალოთ. და როგორც ყოველთვის, ახალი წლის დღეებშიც მრავალ მაღაზიაში იქნება PLUS ბარათის განსაკუთრებული აქციები, რაც საჩუქრების ხარჯებს შეგიმცირებს.

გთავაზობ 5 იდეას, სად შეგიძლია, შეარჩიო საჩუქარი და დახარჯო ნაკლები:

ARTTIME – საათი

თუ შენს ადრესატს საათები მოსწონს და საჩუქრის იდეად ეს განსაკუთრებული ნივთი გაქვს, ართთაიმს უნდა ესტუმრო, სადაც მრავალფეროვანი არჩევანი და დახვეწილი კოლექცია დაგხვდება. ხოლო თუ ამ მაღაზიაში 21 დეკემბერს შეივლი და PLUS ბარათით გადაიხდი, დახარჯული თანხის 40%, მაქსიმუმ 100 ლარის ქულები უკან დაგიბრუნდება.

ბიბლუსი – წიგნი

ხომ გაგიგია, წიგნი საუკეთესო საჩუქარიაო, ჰოდა, თუ შენს ადრესატს კითხვა უყვარს, დაფიქრდი, რამე წიგნი ხომ არ უხსენებია ბოლო დროს, რისი წაკითხვაც უნდა? გარკვევის შემდეგ 15 დეკემბერს ეწვია ბიბლუსის ნებისმიერ მაღაზიას, შეარჩიე წიგნი, გადაიხადე PLUS ბარათით და დაიბრუნე 40%-ის ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი ქულების სახით.

პეპელა – პაზლი

შენს ადრესატს სახალისო თამაშები თუ უყვარს, შესაძლოა, პაზლი მოეწონოს. პაზლების მრავალფეროვან არჩევანს კი პეპელაში ნახავ. მაღაზიაში სხვადასხვა თემაზე შექმნილი არაერთი დიზაინის პაზლია, შენი ადრესატის ინტერესების შესაბამისად კი ერთ-ერთს აუცილებლად შეარჩევ. პეპელაში თუ 15 დეკემბერს PLUS ბარათით გადაიხდი, 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარის ქულები დაგიბრუნდება.

DRESSUP – ტანსაცმელი

თუ შენს ადრესატს იმდენად კარგად იცნობ, რომ მისთვის ტანსაცმლის შერჩევა შეგიძლია, ვერსად ნახავ იმაზე მრავალფეროვან არჩევანს, როგორიც დრესაპს აქვს. დაათვალიერე საიტი ან ფიზიკური მაღაზიები, შეარჩიე სასურველი ნივთი და გადაიხადე 22 დეკემბერს PLUS ბარათით, რადგან 40%-ის ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარის ქულებს უკან დაიბრუნებ.

XS Toys – სამაგიდო თამაში

თუ შენი ადრესატი აზარტული ადამიანია და სამაგიდო თამაშები უყვარს, საჩუქრის შერჩევას იქს თოისის მრავალფეროვანი კოლექციიდან შეძლებ. აქ ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში შეძლებ სასურველი სამაგიდო თამაშის შეძენას, თან თუ 15 დეკემბერს PLUS ბარათით გადაიხდი, 40% ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარის ქულებს დაიბრუნებ.

დარწმუნებული ვარ, ამ საკმაოდ დიდი არჩევანიდან ერთ-ერთი მაინც იქნება ის ნივთი, რომელიც საჩუქრის იდეად მოგეწონება, PLUS ბარათით კი, ფაქტობრივად, ნახევარ ფასად შეძლებ მის შეძენას. არ აქვს მნიშვნელობა, Secret Santa ხარ, თუ უბრალოდ საყვარელი ადამიანის გახარება გინდა, PLUS ბარათი მოიმარჯვე, სასურველ მაღაზიას ესტუმრე და იყიდე ის, რაც მოგეწონება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები