Axis Towers Shopping Center-ი, რომელიც Axis Towers-ის მულტიფუნქციური პროექტის -1 სართულზე მდებარეობს საყოფაცხოვრებო, აქსესუარების, თავის მოვლის და სხვა მიმართულებებით, 40-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს.
Axis Towers-ის სავაჭრო ცენტრი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მოლს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, წიგნები და საკანცელარიო ნივთები, კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, საბავშვო სათამაშოები, სააფთიაქო და საკვები პროდუქტები, წვრილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სახლის და საოჯახო ნივთები.
სამუშაო საათები: 10:00 – 22:00
აგროჰაბი: 24სთ
თავად Axis Towers-ი კი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონის ძეგლის უკან მდებარეობს და დღეს უკვე თბილისის სახედაა მიჩნეული.
გამორჩეული არქიტექტურით, უნიკალურად დატვირთული ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით Axis Towers-ი ნებისმერის ყურადღებას და ინტერესს იწვევს.
Axis Towers-ი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები.
კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.
კოშკები ერთდროულად მსგავსიცაა და განსხვავებულიც. ერთი მათგანი მოპირკეთებულია მუქი მინით, ხოლო მეორე – ბუნებრივი თეთრი ქვით. ფერების გარდა გამოყენებულია მსუბუქი და მძიმე მასალების „დიალოგი“. ამასთან, შუშის კოშკი აირეკლება ქვის კოშკში.
Axis Towers-ი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.
უნიკალურია Axis Towers-ის კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი.
რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე კი 18 კმ-ს აღემატება.
კონსტრუქციული პროექტი შეესაბამება ყველა საერთაორისო სტანდარტს და მის ექსპერტიზაში ჩართული არიან ისეთი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიები, როგორებიც არიან: ევროპროჯექტი და ჰინმანი. პრაღის აკადემიის გამოყენებითი მეცნიერების ინსტიტუტში, თაუერსის მოდელმა გაიარა აეროდინამიკულ მილში გამოცდა სხვა და სხვა დატვირთვებზე.
Axis Towers-ში თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.
დეველოპერული ამოცანის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ფუნქციები ისე განთავსდეს ერთ შენობაში, რომ არათუ არ შეუშალონ ერთმანეთს ხელი, არამედ პირიქით შეავსონ ერთმანეთი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა აქსის თაუერსში განვითარებული ინფრასტრუქტურა და სწორად შერჩეული ფუნქციები. აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-ქალაქი ქალაქში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
45 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია