გიზიარებთ ბლოგს: ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გათბობის თემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, დღეისათვის ყველაზე პოპულარულია ცენტრალური გათბობის სისტემები. თუ როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი ამაზე, ჩვენი მიმართულების მენეჯერი გიორი ოთარაშვილი მოგვიყვება.
ცენტრალური გათბობის ქვაბის შერჩევისას უნდა ვიცოდეთ, ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც ეს ქვაბი უნდა აკმაყოფილებდეს.
არსებობს სამი ტიპის ქვაბი, სისტემური, სტანდარტული და კონდენსაციური. სისტემური იგივე ერთ კონტურიანი ქვაბი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ გათბობის ან ცხელი წყლის უზრუნველყოფა. სტანდარტული არის ორკონტურიანი ქვაბი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ორივე ფუქციის შესრულება. კონდენსაციური ქვაბი შეიძლება იყოს როგორც ერთკონტურიანი ასევე, ორკონტურია თუმცა, ამ ორთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით ეკონომიურია.
შემდეგი კრიტერიუმი არის წვის კამერის ტიპი. არსებობს ღია და დახურული წვის კამერიანი გათბობის ქვაბები. ქვაბი ღია წვის კამერით მონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ გარე სივრცეში. ხოლო, ქვაბი დაახურული წვის კამერით შეგვიძლია დავამონტაჟოთ შიდა სივრცეში, რადგან ამ ტიპის ქვაბები ჰაერს იღებენ გარე სივრციდან და გამომუშავებულ აირებს ასევე, უშვებენ გარე სივრცეში.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ქვაბის შერჩევისას, რადგან არასწორად შერჩეულმა და დამონტაჟებულმა ქვაბმა შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ქვაბის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სახლის ან ბინის საერთო ფართის კვადრატულობა.
შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებელ ქვეყანას, რაც განსაზღვრავს პროდუქციის სანდოობასა და ხარისხს. ხარისხში იგულისხმება თუ რა ტიპის შიდა გაყვანილობა და როგორი ტიპის საცირკულაციო პომპა აქვს ქვაბს.
რაც უფრო ხარისხიანია გათბობის ქვაბი, მით უფრო ნაკლები ცვეთა აქვს მაღალ დატვირთვაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ ქვაბის გამოყენების ხანგრძლივობასთან.
ზოგადად, საყოფაცხოვრებო პირობებისთვის, გვხვდება 12 kw, 15 kw, 18 kw, 20 kw, 24 kw, 28 kw, 30 kw, 32 kw, 35 kw, 40 kw კილოვატიანი ცენტრალური გათბობის ქვაბები. თუ რა სიმძლავრის ქვაბი უნდა შევარჩიოთ დამოკიდებულია სახლის ფართობზე:
12 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 50 კვ.მ ფართობზე.
15 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 80 კვ.მ ფართობზე.
18 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 100 კვ.მ ფართობზე.
20 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 120 კვ.მ ფართობზე.
24 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 140 კვ.მ ფართობზე.
28 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 180 კვ.მ ფართობზე.
30 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 200 კვ.მ ფართობზე.
32 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 240 კვ.მ ფართობზე.
35 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 280 კვ.მ ფართობზე.
40 kw-იანი ქვაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმუმ 300 კვ.მ ფართობზე.
ასევე, მნიშვნელოვანია საგარანტიო პერიოდი და სერვისი.
გათბობის ქვაბებზე ბრიკორამას საუკეთესო შეთავაზება აქვს, ნებისმიერი ტიპის ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენისას, მიიღებთ მინიმუმ 300 ლარიან ქეშბექს. პროდუქციის შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე: https://bricorama.ge/products?pcat_idIn=44
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი