გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აწარმოე საქართველოს და 500 Global-ის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპები ლისაბონის Web Summit-ზე იყვნენ წარმოდგენილები. უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში ტარდება. 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia ქართულ სტარტაპებს განვითარების შანსსა და მსოფლიოში აღიარებული მენტორებისგან ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 500 Georgia-მ 4 ნაკადი უკვე მიიღო, რომლებშიც მონაწილე სტარტაპებმა 3-თვიანი ინტენსიური კურსი გაიარეს.
გლობალური ტექნოლოგიური კონფერენცია Web Summit ყოველწლიურად ტარდება. ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიები ერთ სივრცეში იყრიან თავს და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. წელს სამიტზე 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომაგენელი ესწრებოდა, 2600-ზე მეტი სტარტაპი იყო წარმოდგენილი და 70 000-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. სტარტაპებს შორის იყვნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის წარმომადგენლებიც – Epoint, Kings, Quickshipper, DataMind, Fortu Wealth, Awork, Beep, My AI და სთორი.
ლისაბონის Web Summit-ის მონაწილეებს თავიანთი კომპანიების წარდგენისა და დისკუსიებზე დასწრების გარდა, ინვესტორებთან შეხვედრა და საინტერესო პროექტების აღმოჩენა პირადად შეუძლიათ. ასევე, Web Summit-ზე 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპების გამოჩენა ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს ცნობადობის ზრდასაც შეუწყობს ხელს, რაც სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუკვალავს გზას. რაც შეეხება Web Summit-ის წლევანდელ ქართველ მონაწილეებს, თითოეული მათგანი შეეცადა საკუთარი სტარტაპის უპირატესობები და ინოვაციური მიდგომები იქ მყოფი აუდიტორიისთვის წარედგინა. ქვემოთ იმ მნიშვნელოვან დეტალებზე გიამბობთ, რაც ამ სტარტაპების საქმიანობის შესახებ უნდა იცოდეთ:
Epoint ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში. Epoint იმისთვის შეიქმნა, რომ ბიზნესებმა პროდუქტის გაიყიდვა და ონლაინ გადახდების მიღება გამარტივებულად შეძლონ. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ საგადასახადო ID და საბანკო ბარათი სჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღონ “ლენდინგ” გვერდი, ადვილი “ჩექაუთი” და საანგარიშო პანელი მნიშვნელოვანი ბიზნესინფორმაციით.
Kings არის პლატფორმა, რომელიც ონლაინ აკადემიურ შეჯიბრებებს ატარებს, პლატფორმაზე ავტომატურად ფასდება ნაშრომები და შედეგები სწრაფად ქვეყნდება. King უკვე 3 ქვეყანაში და 210 ქალაქში 11 000 მასწავლებელსა და 100 000 სტუდენტს აერთიანებს.
ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. პლატფორმას გამოარჩევს ჰიბრიდული მოდელი: ერთი მხრივ, ბიზნესებს შეუძლიათ მომხმარებლებს შესთავაზონ ნებისმიერი სახის სწრაფი მიწოდება, მეორე მხრივ კი, ათასობით შეკვეთას იზიდავს პარტნიორი კურიერებისთვის, რაც ძლიერ თანამშრომლობებსა და ორმხრივ სარგებელს განაპირობებს. პლატფორმა ერთი წელია არსებობს უკვე საქართველოს ბაზარზე და უახლოეს მომავალში ორ ახალ ბაზარზე შესვლას გეგმავს.
DataMind არის პირველი მონაცემთა საცავი ქართული საბანკო სისტემისთვის. პლატფორმა მარტივად მუშაობს: ბანკებმა უბრალოდ უნდა შეიყვანონ თავიანთი ინფორმაცია, რის შემდეგაც საცავი ავტომატურად შეიქმნება და მისცემს მათ საშუალებას, მართონ და ვიზუალურად წარმოაჩინონ მონაცემები. ამის შემდეგ, მათ აქვთ წვდომა სხვადასხვა ანალიტიკურ ხელსაწყოზე, როგორებიცაა რისკების მენეჯმენტის ავტომატიზაცია, მოგების გამომთვლელი და რეგულაციათა ანგარიში.
Fortu Wealth უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობების ციფრული პლატფორმაა. მისი მეშვეობით მომხმარებელს 3 ალტერნატიულ ვერსიაში შეუძლია ინვესტირება და ამასთანავე, თავის ინვესტიციას თვალს რეალურ დროში ადევნებს: შეუძლია აირჩიოს შემოსავლის პორტფელი, კაპიტალის გაზრდის პორტფელი ან უნიკალური კლუბის შეთავაზებები, სადაც დროში შეზღუდულ ინვესტიციებზე ექნება წვდომა. აპლიკაციის ბეტა ვერსია შემდეგ თვეში ეშვება, თუმცა Fortu Wealth-ს 1000-ზე მეტი წინასწარ დარეგისტრირებული უკვე ჰყავს.
Awork პირველი ქართული დასაქმების აპლიკაციაა, სადაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია CV შეადგინოს და ვაკანსიები ადგილმდებარეობის, საჭირო გამოცდილებისა თუ სექტორის მიხედვით გაფილტროს. ხოლო დამსაქმებელს პლატფორმა საშუალებას აძლევს, საკუთარი ბიზნეს პროფილი გააციფრულოს და უფრო ადვილად მართოს HR პროცესები. აღნიშნული მოდელით, სამსახურის მაძიებელი დღეში 80 წუთამდე დროს ზოგავს სასურველი ვაკანსიის მოძიეიბისთვის, ხოლო კომპანიები 5-ჯერ მეტ შესაბამის პირზე გადიან და 3-ჯერ უფრო სწორად აჰყავთ სასურველი თანამშრომლები.
Beep არის პლატფორმა, რომელეც ქმნის კომუნიკაციის და თანამშრომლობის მომავალს – რეალურ დროში მიღებულ ვიზუალურ უკუკავშირს გვაწვდის და სამუშაო პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. Beep ინტერნეტ ბრაუზერის ხელსაწყოა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაუზიარო თანამშრომელს კომენტარი, ჩაუწერო ინსტრუქციები და მისცე დავალება. შედეგსაც კი ანალოგიურად, ამავე პლატფორმის მეშვეობით ნახავ. პლატფორმით გუნდები 4-ჯერ უფრო სწრაფად და ეფექტიანად ეკონტაქტებიან ერთმანეთს. Beep-ის ბეტა ვერსია მხოლოდ 3 თვეა, რაც გაშვებულია, თუმცა უკვე 80 კომპანია იყენებს მას.
My AI პლატფორმაა, რომლის მეშვებითაც ნებისმიერი ზომის ბრენდს ეძლევა საშუალება, შექმნას ისეთი ლოალობის ჯილდოები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტიპის პროდუქტსა და სერვისზე სამყაროს ნებისმიერ წერტილში. მხოლოდ ამ თვეში 15-ზე მეტი ბრენდი აპირებს My AI სისტემაში ჩაუშვას ჯილდოები. My AI-ს უკვე ისეთი განსაკუთრებული პარტნიორები ყავს, როგორიცაა Farfetch – ძვირფასი ნივთების ყველაზე დიდი სავაჭრო პლატფორმა მსოფლიოში.
STORI მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმაა და ცოტა ხნის წინ Product Hunt-ზე გახდა დღისა და კვირის პროდუქტი. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს მარკეტინგის განსახორციელებლად ბევრ პლატფორმასთან და ადამიანთან უწევთ თანამშრომლობა, STORI კი ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს – შენს იდეას იმ მზა პოსტად გარდაქმნის, რომელიც შეესაბამება ბრენდის იდენტობას, ფერებსა და გაიდლაინებს. ბიზნესებს შეუძლიათ გუნდშივე გამოიყენონ ან დამატებით ფრილანსერებთან შექმნან კოლაბორაცია – თუ რაიმე კომპეტენცია აკლიათ, მას უკვე ხელოვნური ინტელექტი შეავსებს.
თუკი დაგაინტერესებთ, როგორ წარდგნენ Web Summit-ზე 500 Georgia-ს სტარტაპები, მათი სრული გამოსვლების ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ:
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი