დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
re:school-ში სექტემბრის ჯგუფებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო

re:school-ში სექტემბრის ჯგუფებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო

03-06-2023 00:26:17

re:school/რე:სქულ - არის სივრცე სადაც 9-15 წლამდე ბავშვები და 15+ ახალგაზრდები ვებ პროგრამირებას, თამაშების შექმნას, UI/UX დიზაინსა და კიბერ უსაფრთხოებას ეუფლებიან.  re:school - ში სექტემბრის ჯგუფებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 

12-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი

1. ვებ პროგრამირება - 72 კვირა (18 თვე)
2. თამაშების შექმნა - 72 კვირა (18 თვე)
3. UI/UX დიზაინი - 54 კვირა (13.5 თვე)

ვებ პროგრამირება
(HTML, CSS, JavaScript, React)

კურსის დასრულების შემდეგ ბავშვებს ეცოდინებათ საიტების სტრუქტურის აგება HTML-ის გამოყენებით,
მისი ვიზუალის დახვეწა CSS-ის დახმარებით და ფუნდამენტურ დონეზე საიტის ფუნქციურად გამართვა
JavaScript-ის საშუალებით.

თამაშების შექმნა

კურსის დასრულების შემდეგ ბავშვები შეძლებენ: დააპროგრამონ 3D თამაშების ძირითადი ელემენტები,
ააგონ თამაშის ინფორმაციული არქიტექტურა, ააწყონ მოძრაობისა და ანიმაციების სისტემები, გამოიყენონ
თამაშის ძირითადი ცვლადები, გაამზადონ თამაშის ლეველები, მოახდინონ თამაშის ვიზუალის
ოპტიმიზაცია და შექმნან ვიზუალური ეფექტები, გაამზადონ ოფიციალური GDD დოკუმენტი,
დამოუკიდებლად მოახდინონ თამაშის აწყობა და კურსის ბოლოს შექმნან თამაშები საკუთარი პორტფოლიოსთვის.

UI/UX დიზანი

კურსის დასრულების შემდეგ ბავშვები სრულყოფილად გამოიყენებენ Figma-ს ძირითად ფუნქციებსა და ინსტრუმენტებს საკუთარი დიზაინის შესაქმნელად, ისინი დამოუკიდებლად შექმნიან Grid-ებს, ეფექტურად
გამოიყენებენ ფერებს, ტიპოგრაფიასა და აიკონებს საკუთარ დიზაინში, შექმნიან მიკროინტერაქციებსა და ანიმაციებს Figma-ს გამოყენებით, გააცნობიერებენ UI დიზაინის პრინციპებს და კონცეფციას, გაიცნობენ IOS
და Android სისტემებზე მუშაობის მთავარ პრინციპებს და გამოიყენებენ მათ პრაქტიკაში, გაიცნობენ A/B ტესტირების მეთოდოლოგიას და ჩაატარებენ მოცემულ კვლევას, UX კვლევებს გამოიყენებენ საკუთარი
დიზაინის შესაფასებლად და მის გასაუმჯობესებლად. 54 კვირა (13.5 თვე)

 დამატებითი მოდულები

• ცხოვრების დაგეგმვა
• როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი
• სხეულის ენა - როგორ შევცვალოთ ჩვენი განწყობა საკუთარი სხეულის სწორი
მართვით
• ფულის ისტორია და მისი ევოლუცია კრიპტოში
• ფულის შოვნის გზები ტექნოლოგიებით
• კიბერუსაფრთხოება
• ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება
• პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი, გამოცდილების გაზიარება
• ChatGPT
• პითონის საფუძვლები
• ემოციური ინტელექტის ვორკშოპები
• რობოტიკის ვორკშოპები
• საკუთარი ბალანსი ონლაინ სამყაროში
• ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა
• შემოქმედებითი აზროვნების როლი ინოვაციებში

„რე:სქულში მოსახვედრად, ბავშვებს უტარდებათ გასაუბრება რე:სქულის განათლების ფსიქოლოგებთან, რომლებიც ყველა ეტაპზე ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და თითოეული გაკვეთილის მსვლელობაში, რათა სასწავლო პროცესი იყოს სრულიად ინკლუზიური“, - განუცხადა Business Insider Georgia-თან  re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ.

რე:სქულის დამფუძნებლის ინფორმაციით, სკოლაში სწავლა შეუძლიათ 9-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო რე:ედუქეითი 15+ ახალგაზრდებისთვის არის. ყველაზე მოთხოვნადი, ორივე შემთხვევაში, ვებ პროგრამირებაა და ამას, რა თქმა უნდა, როგორც ლოკალური, ისე გლობალური ბაზრის მოთხოვნები განაპირობებს.

„პროგრამისტობა, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც საშუალებას იძლევა იმუშაო ევროპასა და ამერიკაში დისტანციურად, არ გადაიხადო იქაური გადასახადები, თუმცა აიღო „ევროპული“ და „ამერიკული“, საქართველოზე გაცილებით მაღალი ხელფასი“ - ამბობს სალომე მგელაძე.

იგივე თემაზე: 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები