დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეკომენდაციები, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ნინიასაგან!

რეკომენდაციები, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ნინიასაგან!

19-11-2023 14:30:06

იხილეთ ბლოგი: აკნე, 21-ე საუკუნის გამოწვევა გახდა! არსებობს მისი აკნეს გამომწვევი სხვდასხვა მიზეზი: P-acnes ბაქტერია, ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.

კანის ამ დაავადების სამკურნალოდ, ხშირად უამრავ რესურსს ვხარჯავთ. ამ კონდიციასთან ბრძოლის მრავალი საშუალებაც არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება.

აკნე

დღეს, მინდა აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილი საუკეთესო ინგრედიენტები გაგაცნოთ.

ᲑᲔᲜᲖᲝᲚᲘᲡ ᲖᲔᲟᲐᲜᲒᲘ

ამ ინგრედიენტზე ჩატარებული ათასობით კლინიკური კვლევა, ბენზოლის ზეჟანგს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და დროში გამოცდილ ინგრედიენტად წარმოადგენს.

BPO არის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტი. იგი, ებრძვის გამონაყარის გამომწვევ P-acnes ბაქტერიას, კანის ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე.

ეფექტურია 2.5% დან – 10% მდე. ის არ წარმოადგენს ამქერცლავ ინგრედიენტს, როგორც ჰგონიათ ხოლმე. ხშირად, ის, იწვევს კანის სიმშრალეს და გაღიზიანებას. სწორედ, ამიტომ სჯობს მსგავსი ინგრედიენტები კანს დაბალი კონცენტრაციით და ჩამოსაბან ფორმაში გავაცნოთ.

CERAVE ACNE FOAMING CLEANSER

შეიცავს 4% ბენზოლის ზეჟანგს, კერამიდებს, ნიაცინამიდს და ჰიალურონის მჟავას. აქვს კრემოვანი ტექსტურა და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას. ეფექტურია აკნეს, ღია კომედონების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს.

კარგი იქნება, თუ პროდუქტს დაიტოვებთ მინიმუმ 1 წუთი სახეზე და შემდეგ ჩამოიბანთ.

გახსოვდეთ, რომ ბენზოლის ზეჟანგი ახუნებს ქსოვილს. გამოიყენეთ თეთრი ფერის პირსახოცი.

PRO tip შეგიძლიათ გამოიყენოთ ზურგის აკნეს, სხეულზე არსებული არასასიამოვნო სუნის და ჩაბრუნებული თმის საწინააღმდეგოდაც კი.

ᲡᲐᲚᲘᲪᲘᲚᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐ

კიდევ ერთი ეფექტური ინგრედიენტი აკნეს საწინააღმდეგოდ სალიცილის მჟავაა.

სალიცილის მჟავა, ცხიმში ხსნადი ინგრედიენტია, რისი გამოც უფრო ღრმად აღწევს კანში. ფექტურად ებრძვის ღია და დახურულ კომედონებს, ცხიმოვან ფილამენტებს და  პიგმენტურ ლაქებს.

კანის ტიპი

აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზები, შესაძლოა ცხიმის ჭარბი გამოყოფა იყოს. რამაც, შესაძლოა, ფორების დახშობა და მომავალში ღია ან დახურული კომედონები გამოიწვიოს. სწორედ კანის ცხიმიანობას და დახშულ ფორებს ებრძვის აღნიშნული ინგრედიენტი.

გარდა, ექსფოლიაციისა, სალიცილი გვეხმარება მკვდარი პიგმენტური უჯრედების მოშორებაშიც. რაც, მის გამოყენებას ეფექტურს ხდის PIH (პოსტ ანთებითი ჰიპერპიგმენტაციის) – ის წინააღმდეგ

CERAVE SA CLEANSER

შეიცავს 2% სალიცილის მჟავას. ქაფდება ძალიან ნაზად, გარდა სალიცილისა ფორმულაში გვხვდება ნიაცინამიდი და კერამიდები. აღნიშნულუ დასაბანი, არ იწვევს კანის ძლიერ გამოშრობას და სიღრმისეულად ასუფთავებს მას.

BHA მჟავის გამოყენება დაიწყეთ ფრთხილად, კვირაში რამდენჯერმე. მას შემდეგ კი, რაც კანი ტოლერანტული გახდება, სალიცილის გამოყენება დილა – საღამოსაც შეგიძლიათ.
სალიცილის მჟავის ყველაზე ეფექტური მაჩვენებელია 0.5 -2%

ᲠᲔᲢᲘᲜᲝᲘᲓᲔᲑᲘ

ეს პოსტი სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ არ ვისაუბრებდი რეტინოიდებზე. კერძოდ, მის სინთეტიკურ ფორმაზე Adapalene-ზე.

Adapalene, A ვიტამინის ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. შეიქმნა იმისთვის, რომ ნაკლებად გამოიწვიოს კანის  გაღიზიანება და იყოს ისეთივე ეფექტური როგორ რეტინოიდების უმაღლესი ფორმა ტრეტინოინია (tretinoin).

რეტინოიდები აჩქარებს კანის მეტაბოლიზმს. იწვევს ბუნებრივ ექსფოლიაციას, ანორმალიზებს კერატინიზაციას, რის ხარჯზეც მცირდება კომედონები.

აქვს საშუალო ანთებისსაწინააღმდგეო მოქმედება. ეხმარება წითელ გამონაყარს დამშვიდებაში, აშორებს მზით დაზიანებულ უჯრედებს.

რამდენიმე რენდომიზირებული კვლევის თანახმად, კარგი ჩვენება აქვს ფოტო-დაბერების და ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ამცირებს PIH ანუ პოსტ-ანთებით ჰიპერპიგმენტაციას.

LA ROCHE POSAY EFFACLAR

Laroche-Posay

ამერიკული ფორმულაა, რომელიც შეიცავს 0.1% adapalene-ს. FDA-ის მიერ აღიარებულია, როგორც ეფექტური საშუალებაა აკნეს, ღია და დახურული კომედონების, დახშული ფორების საწინააღმდგეოდ.

გასათვალისწინებელია, რომ არის საკმაოდ ძლიერი ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება ღამის რუტინაში. უმჯობესია, თუ მის გამოყენებამდე გაესაუბრებით მკურნალ ექიმს.

ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ, ᲐᲙᲜᲔᲡᲙᲔᲜ ᲛᲘᲓᲠᲔᲙᲘᲚᲘ ᲙᲐᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ!

აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტებთან ერთად, არ უნდა დაგავვიწყდეს კანის ბარიერის დაცვა და მისი მუდმივად დატენიანება.

უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ კანის ბუნებრივი ბარიერი და აუცილებლად დავიტენიანოთ სახე, განსაკუთრებით აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტების გამოყენების პარალელურად, რათა თავიდან ავირიდოთ კანის გაღიზიანება.

აკნესკენ მიდრეკილი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მსუბუქი და არაკომედოგენური დამატენიანებელი.

CERAVE PM LOTION

სახის დამატენიანებელი ლოსიონი

შეიცავს კერამიდებს, ნიაცინამიდს და ჰიალურონის მჟავას. ეფექტური და მსუბუქი ფორმულა მარტივად ნაწილდება კანზე. არ შეიცავს ალერგენებს და კომედოგენურ ინგრედიენტებს.

აკნეს მკურნალობის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან. აკნეს საწინააღმდეგო რუტინა არ იქნებოდა სრულყოფილი მზისგან დამცავი პროდუქტების გარეშე.

ხშირად, სწორედ მზე იწვევს გამონაყარის გააქტიურებას და მის შემდგომ პიგმენტურ ლაქებსაც კი. აკნეს საწინააღმდეგო რუტინაში კი მზისგან დამცავი აუცილებელი კომპონენტია, რადგან სამკურნალო ინგრედიენტები კანს უფრო მოწყვლადს ხდიან მზის სხივების მიმართ.

𝗣𝗮𝗻𝗼𝘅𝘆𝗹 𝗔𝗠 𝗢𝗶𝗹 𝗖𝗼𝗻𝘁𝗿𝗼𝗹 𝗠𝗼𝗶𝘀𝘁𝘂𝗿𝗶𝘇𝗲𝗿 𝗦𝗣𝗙 𝟯𝟬

Panoxyl

შეიცავს მინერალურ ფილტრებს. აქვს მატი დაბოლოება და არ შეიცავს კომედოგენურ ინგრედიენტებს. იდეალურია მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. განსაკუთრებით, რეტინოიდებით მკურნალობის პროცესში, როცა კანი გაღიზიანებულია.

შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მწვანე ჩაის და კოფეინს. სწორედ, ამ ეფექტური ინგრედიენტების წყალობით, ის მულტიფუნქციური პროდუქტია და აერთიანებს ანტიოქსიდანტებს, დამატენიანებელს და დამცავს.

გასათვალისწინებელია, რომ ტოვებს ძალიან მსუბუქ თეთრ შეფერილობას.

DIFFERIN-ᲘᲡ OIL ABSORBING MOISTURIZER

სახის დამატენიანებელი კრემი

მათთვის ვინც ქიმიურ ფილტრებს  ანიჭებთ უპირატესობას, იდეალური იქნება – Differin Oil Absorbing Moisturizer SPF30. უცხიმო, არაკომედოგენური დამატენიანებელი ასრულებს დამცავის მოვალეობასაც. არის ფართო სპექტრის SPF 30 დამცავი.

დიფერინი იყენებს მიკრო მარგალიტის ტექნოლოგიას, რისი დახმარებითაც პროდუქტი კანზე ჯდება გლუვი დაბოლოვებით და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.

DIfferin – ის აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს ცხიმებს, არ ახშობს ფორებს და არის არაკომედოგენური.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები