დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეექსპორტი საქართველოდან - რომელ მანქანებს ყიდის ქვეყანა

რეექსპორტი საქართველოდან - რომელ მანქანებს ყიდის ქვეყანა

08-05-2023 00:59:18

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 20 817 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებშია ნათქვამი.

შსს-ს მონაცემებით, მთლიანი მანქანების რეექსპორტიდან 4 866 ავტომობილი 5 წელზე ნაკლები ასაკისაა, 2023 წელს წარმოებულია 59, ხოლო 5-დან 10 წლამდე ასაკისაა 6 778 ავტომობილი.

გარდა ამისა, საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 10-დან 15 წლამდე ასაკის 5 087 ავტომობილი და 15-დან 20 წლის წინ წარმოებული 3 862 ავტომობილი.

დანარჩენი რეექსპორტირებული მანქანები 20 წელზე მეტი ასაკის იყო. ყველაზე ძველი რეექსპორტირებული მანქანა 1930 წელს იყო გამოშვებული. .

საქართველოდან ექსპორტირებული ყველაზე პოპულარული ბრენდებია -  Toyota, Hyundai და KIA.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები