გიზიარებთ ბლოგს: ბაზარზე პირველი Tesla Model S-ის გამოჩენიდან დაახლოებით 10 წელიწადია გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი ავტომობილების წარმოების ინდუსტრია ფაქტობრივად თავდაყირა დადგა. 2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 100,000-მდე ელექტრომობილი გადაადგილდებოდა, ამჟამად კი მათი რაოდენობა 40 მილიონს აღწევს, რაც თვალისმომჭრელი ზრდის მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ ანალიტიკოსები მომდევნო 10 წლის განმავლობაში ელექტრომობილების ბაზრის ზრდას წლიურად საშუალოდ 25%-ით პროგნოზირებენ. თავად ამ ფაქტს ის განაპირობებს, რომ ბატარეებისა და მოტორების წარმოების ტექნოლოგია იხვეწება, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების მიმართ შეზღუდვები კი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად მკაცრდება. უფრო მეტიც, 2030 წლიდან ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რეალიზაციის აკრძალვას გეგმავენ, რაც ყველა მსხვილ ავტომწარმოებელ კომპანიას პროფილის შეცვლისაკენ უბიძგებს.
თუკი Toyota-ს, Ford-ს, Mercedes-ს, BMW-სა თუ Volkswagen-ს ბაზარზე დარჩენა სურთ, მაშინ ისინი იძულებული იქნებიან, 2030 წლიდან სრულად გადაერთონ ელექტრომობილების წარმოებზე და ამ ტრანსფორმაციის პირველ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ.
იმ შემთხვევაში, თუ ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდება, 2030 წლისთვის ინდუსტრიის საერთო შეფასება 10 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილების წარმოების სექტორს ზრდის და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
მართალია, ჩვენ ამ ტექნოლოგიის განვითარების ჯერაც საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ უკვე შეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, არის კომპანია Tesla, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 744 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. უფრო მეტიც, ინვესტორები მას თითქმის 3-ჯერ უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე Toyota-ს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს EV-ტექნოლოგიის პოტენციალს.
მიმდინარე წელს Tesla-ს აქციების ღირებულება 120%-ითაა გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში საფონდო ბირჟაზე მისი აღმასვლის მაჩვენებელი 900%-ს აჭარბებს. ამ შედეგით Tesla თამამად შეიძლება ჩაითვალოს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
ამერიკული Tesla-ს გარდა, ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვებისთვის კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი, BYD იბრძვის, რომელიც ბირჟაზე 95 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ელექტრომობილების წარმოების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინური კომპანია შედარებით ბიუჯეტი ელექტრომობილების წარმოებითაა დაკავებული, ვიდრე Tesla. ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე BYD-ის აქციების ღირებულება 360%-ითაა გაზრდილი.
ჩინეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად კიდევ ერთი კომპანია, Li Auto იბრძვის, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ნამდვილად არ არის, თუმცა ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამ კომპანიის აქციების ღირებულებამ ერთ წელიწადში 105%-ით მოიმატა, რაც ბაზარზე პირველი სერიული მოდელის ჩაშვებასთანაა დაკავშირებული.
სამივე ზემოხსენებული კომპანიის ძირითადი ფოკუსი ელექტრომობილების წარმოებაა და სწორედ ამიტომ მათი აქციების ღირებულება ახლა მკვეთრად იზრდება, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ელექტრომობილების წარმოებაზე გადართვა უკლებლივ ყველა კომპანიას მოუწევს, მათ შორის, Mercedes-Benz-ს, რომელმაც 1886 წელს ისტორიაში პირველი ავტომობილი შექმნა.
რამდენადაც ლოიალურები არ უნდა ვიყოთ ერთი ბრენდის მიმართ, ფაქტია, რომ ავტომობილების ბაზარი მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ქუჩებში ყოველდღიურად ვხედავთ 50-მდე კომპანიის მიერ წარმოებულ მანქანებს. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში ელექტრომობილების ბაზარს ერთი კომპანია არ გააკონტროლებს და, სავარაუდოდ, ბაზარს ათობით მსხვილი ბრენდი გადაინაწილებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, გონივრული იქნება ინვესტიციის ჩადება არა ერთ ან ორ კომპანიაში, არამედ მთელ ინდუსტრიაში, რადგან ამით რისკების შემცირებას და წარმატების შანსების გაზრდას შევძლებთ.
საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმა ინდუსტრიული ფონდების ფართო არჩევანს გვთავაზობს, მათ შორის ერთ-ერთია Global X Autonomous And Electric Vehicles ETF, რომელიც ელექტრომობილების წარმოების სექტორში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს. ეს ფონდი მოიცავს როგორც უშუალოდ ავტომწარმოებლებს, ასევე მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლებს, მაგალითად: ბატარეების, მოტორების, ნახევარგამტარების და ელექტრონული სისტემების მწარმოებელ კომპანიებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი