დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არ უჭერს მხარს სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას - ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი

რატომ არ უჭერს მხარს სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას - ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი

30-10-2023 15:15:46

პარტია „მოქალაქეები “ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდას ითხოვს, რასაც ფინანასთა სამინისტრო არ ეთანხმება

მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც უწყება 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას არ ეთანხმება.

„ამ ტიპის შეღავათებს არც ევროკავშირის და არც სხვა საერთაშორისო მაგალითი არ აქვს. ადგილობრივი წარმოების, იგივე ღირებულების, იგივე ზომის პროდუქტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.  საუბარია, რომ იმპორტული წარმოება რაღაცა ზღვარს მიღმა აღარ იბეგრებოდეს. აქ გარკვეული შეღავათი არსებობს 300 ლარამდე ამ შეღავათის მიზანი არასდროს ყოფილა სოციალური. სოციალური მიზნით გათავისუფლებულია წამლები, სხვადასხვა წიგნი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს სხვადასხვა პროდუქტი, რაც ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ არასწორ მოტივაციებს ქმნის. მაგალითა, რატომ უნდა გადაიხადოს ადგილობრივმა მწარმოებელმა და იმპორტირებულ პროდუქტზე რატო არ უნდა გადავიხადოთ. მეორე - ფისკალური ეფექტია. ჩვენი შეფასებით, ამას დაახლოებით ₾70 მილიონამდე ეფექტი ექნება ბიუჯეტზე. როდესაც ეს შეღავათი ამოქმედდება, გაცილებით მეტი ისარგებლებს, მათ შორის, შესაძლოა, ორგანიზებული იმპორტიც ამაზე გადმოერთოს. აქ არ არის საუბარი, რომ რომელიმე ორგანიზებული იმპორტის ინტერესები დაზარალდება, თუმცა ეგეც მხედველობაშია მისაღები.

ღირებულებითი მექანიზმი, რომ ეს დღგ-სგან არ უნდა იბეგრებოდეს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ადგილობრივი წარმოების 1-ლარიანი პროდუქტებიც იბეგრება დღგ-თი და იმპორტიც უნდა იბეგრებოდეს. ამიტომ, ფინანსთა სამინისტრო არ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას“, - განაცხადა მირზა გელაშვილმა.

საკითხი ალეკო ელისაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა.

„2009 წლამდე 1500 ლარიანი ლიმიტი იყო, ახლა 300 ლარიანი ლიმიტი მოქმედებს. თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ დღევანდელი 300 ლარი ოდნავ მეტია 100 დოლარზე. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ლოგიკური და ადექვატური იქნებოდა ლარის დევალვაციის გათვალისწინებით ეს ზღვარი გაიზარდოს 700 ლარამდე“, - აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ელისაშვილმა. „

მოქალაქეების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები