შვედეთი ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ შვედეთში 860.20 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის წლის ანალოგიურ პერიოდში კი 665.77 ათასი დოლარის. საქართველოდან შვედეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქციას ტომრები და პაკეტებია.
რას ყიდის საქართველო შვედეთში ტოპ-5 პროდუქტი:
აღსანიშნავია, რომ შვედეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ შვედეთში ექსპორტიდან 1,803.66 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ შვედეთიდან 16,042.92 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14,845.87 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 8%-ია. შვედეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
რას ყიდულობს საქართველო შვედეთიდან, ტოპ-5 პროდუქტი:
შვედეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 2022 წელს მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ შვედეთიდან 35,446.02 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა.
უახლესი