დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ადამიანი ფლობს საქართველოში Bentley-ს მარკის ავტომობილს

რამდენი ადამიანი ფლობს საქართველოში Bentley-ს მარკის ავტომობილს

17-01-2024 16:00:00

საქართველოში Bentley-ს მარკის ავტომობილს 95 სუბიექტი ფლობს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2022 წელთან შედარებით 2023 წელს ქვეყანაში Bentley-ს მფლობელთა რაოდენობა 22%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2021 წელთან შედარებით 36%-ით. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 78 ერთეული Bentley იყო რეგისტრირებული, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის 70 ერთეული Bentley-ს მარკის ავტომობილი.

2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული Bentley-ს მარკის ავტომობილების 78%-ის კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება. მეორე ადგილზე აჭარაა, სადაც 7 ერთეული Bentley-ა რეგისტრირებული, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული Bentley-ის მარკის ავტომობილების მხოლოდ 7%-ია. 

  • ქ. თბილისი: 74
  • აჭარა: 7
  • იმერეთი: 3
  • შიდა ქართლი: 3
  • ქვემო ქართლი: 3
  • სამცხე-ჯავახეთი: 2
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 2
  • მცხეთა-მთიანეთი: 1

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები