დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობა აქვს ელექტუდის სასწავლო პლატფორმას და ვის შეუძლია სარგებლობა -  „თეგეტა აკადემიის“ დირექტორის განმარტება

რა უპირატესობა აქვს ელექტუდის სასწავლო პლატფორმას და ვის შეუძლია სარგებლობა - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორის განმარტება

08-07-2024 20:00:00

ელექტუდის სიმულაციური სასწავლო პლატფორმაზე მუშაობა ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ USAID-ის დახმარებით. აღნიშნული პლატფორმა არის ევროპული, კონკრეტულად ნიდერლანდების, სადაც ყველაფერი ერთი სივრცის პრინციპით მოცემულია ავტოინდუსტრიის ირგვლივ, - ამის შესახებ იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ განაცხადა.

„ჩვენ გადავთარგმნეთ თითქმის სრული პლატფორმა და  „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებს და არა მხოლოდ მათ საშუალება მივეცით წვდომა ჰქონოდათ აღნიშნულ პლატფორმასთან. ელექტუდი ევროპის ყველა პროფესიულ კოლეჯში გამოყენებულია, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი და ეს არის დამატებითი ბენეფიტი სტუდენტისა და მასწავლებლისთვის, რადგან მას ლაივრეჟიმში შეუძლია თვალი ადევნოს სტუდენტის პროგრესს და შემდეგ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს პლატფორმა მხოლოდ „თეგეტა აკადემიისთვისაა“ან „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. უკვე 5 კოლეჯთან გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ,რომ მათ გადავცეთ ელექტუდი. ასევე ბათუმის ლოკაციაზე ელექტუდის კლასრუმის მოწყობას ვგეგმავთ, სადაც უკვე ელექტუდის სასწავლო სტენდები იქნება წარმოდგენილი და არა მხოლოდ სოფტი“, - განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.

ცნობისათვის,  ელექტუდი  არის სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები. 

Electude-ში შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ  საჭიროებებზე მორგება  მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები